პროექტის სახელწოდება: „გენმოდიფიცირებული პროდუქტი ერის გადაშენების საფრთხე“
პროექტის მთავარი იდეა: იდეა დაიბადა , როდესაც მე -10 კლასში გავდიოდით თემას „გმო ორგანიზმები „მოსწავლეებში გაჩნდა ინტერესი უფრო მეტი გაეგოთ ამ საკითხის შესახებ. გაუჩნდათ კითხვები: რა თვისებებით განსხვავდება გმო პროდუქტი ბუნებრივისაგან ? რა გავლენას ახდენს გმო პროდუქტი ადამიანის ჯანმრთელობაზე? შემოაღწია თუ არა საქ-ში ასეთმა პროდუქტმა და ძირითადათ რომელი ქვეყნებიდანაა ეს პროდუქტი იმპორტირებული. ამის შემდეგ შევიმუშავეთ პროექტის სამუშაო გეგმა და გადავინაწილეთ სამუშაოები.
პროექტის აქტუალობა: მოსწავლეებმა დაკვირვების საფუძველზე გაიღრმავონ ცოდნა გმო პროდუქტის მავნებლობის თუ სარგებლიანობის შესახებ.
განიხილონ გენური ინჟინერიის მიღწევებისგამოყენების დადებითი და უარყოფითი მხარეები.მოსწავლეებმა სწორად განსაღვრონ ბუნებაში არსებული ნატურალური პროდუქტის სარგებლიანობა ,რომელიც ასე აქტუალურია მთელი მსოფლიოსათვის
ჩამოაყალიბონ საკუთარი არგუმენტირებული დამოკიდებულება ამ საკითხების მიმართ.
პროექტის მიზნები: მთავარი მიზანი არის: განუვითარდეთ მოსწავლეებს კვლევა-ძიების უნარ-ჩვევები. ამით ისინი ეჩვევიან დამოუკიდებლად შეძლონ ინფორმაციის მოძიება გარკვეულ წყაროებზე დაყრდნობით, რითაც უვითარდებათ დაკვირვება არწერის, განჭვრეტის და დასკვნების გაკეთების უნარი. მოსწავლეთა მიერ ინფორმაციის დამუშავება და ორგანიზება.
მონაწილეთა ასაკი: 15-16 წელი
ვადები/ხანგრძლივობა: 2-თვე /აპრილი-მაისი/
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას : ფოტოალბომი, კედლის გაზეთი, ბუკლეტი.
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები :კომპიუტერი, ენციკლოპედია, ციფრული აპარატი, ვიდეო მასალა, სახელმძღვანელო თემის ირგვლივ,ჩანაწერებისათვის სამუშაო რვეული.
პროექტის მსვლელობა /ძირითადი აქტივობები/:
კლსს დავყოფ 2-ჯგუფად, გამოვყოფ ჯგუფში ლიდერს და გავანაწილებ ფუნქციებს : თითოეულმა ჯგუფმა მოიძიონ ინფორმაცია ინტერნეტიდან და ეციკლოპედიიდან გმო ორგანიზმებზე და მათგან მიღებულ პროდუქციაზე შედეგები წარმოადგინონ ჩანაწერების სახით და მოახდინონ პრეზენტაცია.
პივრელ ჯგუფს ვავალებ მოიძიონ ინფორმაცია და აღწერონ გმო პროდუქტის გამოყენების დადებითი მხარე, რა პრობლემას მოუხსნის მსოფლიოს ქვეყნებს, არის თუ არა გამოყენებადი ასეთი პროდუქტი ჩვენს ქვეყანაში.
მეორე ჯგუფს ვავალებ მოიძიონ ინფორმაცია და აღწერონ გმო პროდუქტის გამოყენების უარყოფითი მხარე, კერძოდ გაამახვილონ ყურადღება იმაზე, ახდენს თუ არა უარყოფით გავლენას ადამიანის ორგანიზმზე და რა ტიპის მუტაცია შეიძლება მოახდინოს ორგანიზმზე გმო პროდუქტის მასიურმა მიღებამ.
საგნებთან /საგნობრივ ჯგუფებთან /კავშირი: ბიოლოგია,ქიმია,ისტ-ი.
პროექტის ხელმძღვანელი: ლამზირა ბარკალაია
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა lamzirabarkalaia @ gmail. com
Комментариев нет:
Отправить комментарий